იოსებ ხახალეიშვილი: 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ როგორც საგანგებო სამსახურები, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები

ქუთაისში დღის განმავლობაში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოიმატა დაზიანებების რაოდენობამაც, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომელთა თანამშრომლები მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, გადიან შემთხვევების ადგილზე და ეხმარებიან მოსახლეობას.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი უშუალოდ არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ადგილებზე ეცნობიან სიტუაციას და კოორდინაციას უწევენ სხვადასხვა სამსახურების მუშაობას.

„დღეს კიდევ უფრო მოიმატა ქარის სიმძლავრემ. 15 საათის მონაცემებით, 70-მდე ობიექტია დაზიანებული, ძირითადად შენობების სახურავები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ როგორც საგანგებო სამსახურები, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურებიც. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად აღდგეს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და მოსახლეობას შევუმსუბუქოთ შექმნილი მდგომარეობა”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები