წყალტუბოს მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების გამო, მერიაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შემსწავლელი ჯგუფი დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ჯგუფთან ერთად შემდგომ სამოქმედო გეგმებზე დეტალურად იმსჯელეს. თვითმმართველობის პირველმა პირებმა მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცეს.

მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია მორიგე ჯგუფები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სალიკვიდაციო სამუშაოებზე. მუდმივ რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი 599359017, მერის წარმომადგნლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112, რომელიც აღრიცხავს ზიანს.

სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ საავარიო ბრიგადები.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზარალის ოდენობას ისევ ვითვლით, რადგან ძლიერი ქარი ჯერაც არ გვანებებს თავს, ქარმა დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, ობიექტებს, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მთელ რიგ სოფლებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში“, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები