ძლიერი ქარის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ძლიერი ქარის შედეგად სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი, დეკორატიული ღობეები. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქარმა ასევე წააქცია საახალწლო ნაძვის ხე „მომავლის პარკის“ მიმდებარედ, დაზიანებულია აღნიშნული ნაძვის ხე და ახლოს მდებარე სარეკლამო მონიტორი.
მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.