ზვიად შალამბერიძე: 12-ვე მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველგან პრობლემები გვაქვს ქარის გამო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სტიქიამ რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

შალამბერიძის თქმით, ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზიანით ორი ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

„12-ვე მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველგან პრობლემები გვაქვს ქარის გამო. დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენები, რის გამოც სხვადასხვა მიმართულებით წყალმომარაგება შეწყდა, თუმცა დღის ბოლომდე წყალმომარაგება მთლიანად აღდგენილია. ქარმა 70-მდე შენობას სახურავი გადახადა, მოთხარა ხეები, გვაქვს ზიანი. დაგვიზიანდა ორი ადამიანი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები