გორში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 16 იანვრიდან დაიწყება.

“პროექტების შერჩევის პროცესი თებერვალში დასრულდება. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023” – ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ ბმულზე – shorturl.at/tNRS4“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები