ფოთში ძლიერი ქარის გამო მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაოებენ

ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.

ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მერიის ცნობით, მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორონგს ახორციელებენ.

“ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები