გორში გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტში უამინდობის მიუხედავად, გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამინდის გაუარესების გამო, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და ტექნიკური მარილი დაყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.