სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება გვარებს შორის ადრე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.