შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
„პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ სარჩელის შეტანას სასამართლოში. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებსა და მის მსგავსებს მერე მივაქცევ ყურადღებას სათითაოდ“, – თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ შალვა ხაჭაპურიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი და აღნიშნა, “სხვა უამრავ, კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“.