მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო.
შემდეგი პროცესი 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.საქმის მიმდინარეობისას უკვე გამოიკითხა ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ანგარიში მოამზადა.