შალვა ხაჭაპურიძე: სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში

სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმის თქმით, „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ.

„დღეს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექიმმა, თამარ აბაშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, „ვივამედმა“ მისი მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ. მძიმე პატიმარია და ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ არ გადაიყვანთ, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებაო.

„ვივამედის“ ექიმმა მიიტანა ეჭვი ტოქსიკოლოგიაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამოვიდა ნივთიერებები, ამის შემდეგ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, უნდა მიექციათ, ვინაიდან, სიმპტომატიკა არსებობდა. ჩვენს მიერ 5 თვის გასვლის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა ამერიკაში, სადაც დადასტურდა იმაზე დიდი ოდენობები, ვიდრე პირველი კვლევის დროს იყო ამოღებული. სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში და შეტანილი გვაქვს საჩივარი იმ პიროვნებაზე, ვინც სასამართლო დარბაზში ზის, ურთქმელიძე – ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები