თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პატიმარი მესამე პრეზიდენტი არც დისტანციურად ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტებს დაკითხავენ, რომლებსაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებულ ექსპერტიზაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.