მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.
როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესის პარალელურად იგეგმება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.