ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკრებულოში – კოტე ზარნაძეს ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

ოპონენტის გაღიზიანება ზარნაძის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი“ არ ეკუთვნის.

„მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი“,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

რის შემდეგაც ირაკლი ეძგვერაძემ ზარნაძის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გააჟღერა და მასზე ფიზიკური ძალადობაც სცადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს დამშვიდებისკენ მოუწოდა:

„ემოციაც არის და ემოციაც. გარკვეული პროტესტის გამოხატვაც მინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ, ნამდვილად არ ჯდება საკრებულოს წევრის არანაირ ლოგიკაში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ირაკლი ეძგვერაძე ახლა არ იმყოფება დარბაზში, სანამ არ დაწყნარდება და არ დამშვიდდება, მოუწოდეთ, არ შემოვიდეს. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიყენებული. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას კრიტიკული მოსაზრება უთხრას, მაგრამ ქუჩაში არ ვართ“,- განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები