თბილისის საკრებულოში დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, სხდომის მიმდინარეობისას, რომელზეც თბილისის მერის წლიურ ანგარიშს ისმენენ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პატივის მიგების ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ონიანი იყო.
„უკრაინაში 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ვიდრე სიტყვით გამოვიდოდე, მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,” – მიმართა ონიანმა დეპუტატებს და გააჟღერა ინიციატივა, რომ თბილისში არსებულ სკვერებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელები დაერქვას.