თბილისის საკრებულოში დეპუტატები კახა კალაძის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ. სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.
„გამარჯვებებთან ერთად იყო ბევრი პრობლემა გამოწვევები და სამწუხაროდ დიდი ტრაგედია, რომელმაც ეს ყველაფერი გააუფერულა. ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, მაგრამ ტრაგედია რომელიც 22 წელს თბილისს თავს დაატყდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის უდიდესი ტკივილი, სწორედ ამიტომ დღევანდელი ანგარიში მინდა მარიტას ხსოვნით დავიწყო“, – განაცხადა კალაძემ.