„გიორგი ვაშაძე მოდერნიზებული „ნაცმოძრაობის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობს“

შეუშლის თუ არა ხელს გიორგი ვაშაძეს პარტიის ლიდერობაში მისი ძმის ორიენტაცია

„ნაციჭამიები“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს, რომლის ლიდერადაც გიორგი ვაშაძე მოიაზრება. ამავე სტატიაში ავტორი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაჯგუფებებზეც საუბრობს.
„მერაბიშვილის დაჯგუფება გადაყლაპავს უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებას, პირიქით მოხდება ეს ამბავი თუ ორივეს ერთად სააკაშვილის დაჯგუფება დაღეჭავს, მათ მხოლოდ ერთადერთი პერსპექტივა აქვთ-საკუთარ ნაცში დარჩებიან და იქვე ამოიხრჩობიან! ნაციონალურ მოძრაობას ამ ფორმით და ამ სახით გადარჩენა არ უწერია. ეს თავად ამ პარტიის ლიდერებმაც იციან და ახლა გზებს ეზებენ, რომ როგორმე ბოლომდე არ დალიონ სული!“ – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ნაციონალები“ ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერად ისეთ სახეს ეძებენ, რომელსაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს.
„ისეთი სახეებისგან, რომლებიც მძიმე დანაშაულებებში არ იმხილებიან და ხელები სისხლში არა აქვთ გასვრილი, ახალი პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას, რომელსაც „ნაციონალი“ დეპუტატი, სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ულიდერებს და უხელმძღვანელებს!
ბოლო რამდენიმე თვეა, ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში აღარ ჩანს. მიუხედავად იმისა. რომ მოქმედი დეპუტატია, იგი პარლამენტშიც აღარ დადის და უმეტეს დროს უკრაინაში ატარებს, ვითომდა იქაურ ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში ვეხმარებიო, სინამდვილეში კი სააკაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის – მოდერნიზებული „ნაცმოძრაობის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობს!
დიახ, ვაშაძემ, ვითომ როგორც სუფთა და გაუსვრელმა ფიგურამ, „ნაციონალური მოძრაობისაგან“ დისტანცირება მოახდინა და მშობლიურ პარტიას აღარ ეკარება! – წერს „ასავალ-დასავალი“.
ამავე სტატიის მიხედვით, მიუხედავად გიორგი ვაშაძის სუფთა წარსულისა, ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ პერიოდზე, როდესაც გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.
„ეს ხომ ის ვაშაძეა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობისა და ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს სამოქალაქო რეესტრს ხელმძღვანელობდა და რომლის მიერ დამზადებული ყალბი პირადობის მოწმობებითაც ნაციონალები არჩევნების ფალსიფიკაციას ახდენდნენ?!“
აქვე ავტორი, 2012 წლის 1 ოქტომბერს, აჭარის კუდის უფროსის თეიმურაზ პატარიძის დაკავების ფაქტს იხსენებს. მაშინ, სამართალდამცველებმა თეიმურაზ პატარიძეს ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით სავსე ტომარა აღმოუჩინეს.
გამომცემლობა, ამავე სტატიაში ყურადღებას ამახვილებს გიორგი ვაშაძის ოჯახურ სკანდალზეც.
„ეს პირადობის მოწმობებისა და არჩევნების გამყალბებელი გიორგი ვაშაძე, მამრობითი სქესის ხათუნა გოგორიშვილი, თურმე უმწიკვლო ყოფილა და ახალ პოლიტიკურ ძალას უნდა ჩაუდგეს სათავეში!
რამდენად შეძლებს გიორგი ვაშაძე ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერობას, რადგან როგორც ჩემი წყარო მეუბნება, მას სერიოზული პრობლემები ჰქონია და ვაშაძეების ოჯახში გლოვის ზარი და „ტრაური“ ყოფილა. საქმე ის არის, რომ გიორგი ვაშაძის ძმას-დათო თუ დათუნა ვაშაძეს – ქართული ტრადიციული ოჯახისთვის მეტად რბილად რომ ვთქვათ, არაორდინალური გადაწყვეტილება მიუღია“, – აღნიშნულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები