“უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება; ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს” – ვოლსკი

“უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება. ეს ასე მარტივი თემა არ არის, ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“არ შეიძლება, ქვეყანაში შავ-ბნელი ფული შემოდიოდეს და რევოლუციის მოწყობაში იხარჯებოდეს. საქართველოში უმცირესობის უფლებები დაცულია, მათ შორის შესაბამისი კანონებით. რაც მთავარია, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული საკითხი ის თემა არ არის, რაზეც შეიძლება, ევროკავშირი საქართველოს უპირისპირდებოდეს. ეს არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. ამ კანონის გაწვევა იმდენად გამაოგნებელი მოთხოვნაა, რომ პირდაპირ მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ მიზანზე, როგორმე ახალგაზრდები რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის დარაზმონ. ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხი გვექნება. ყველა პუნქტზე სამართლებრივი დასაბუთება იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები