თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს წინასაახალწლოდ ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, წინასაახალწლოდ აჭარაში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს ბათუმის თოჯინების თეატრში უმასპინძლეს. უკრაინელი მოსწავლეები ომის დაწყების შემდეგ ბათუმში იმყოფებიან და სწავლას ქართული სკოლის უკრაინულ სექტორში აგრძელებენ.
საახალწლო სპექტაკლს ფონდი “იალქნის” ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, მაგდა მამულაძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ბათუმის თოჯინების თეატრში საახალწლო სპექტაკლი ,,ზურმუხტქალაქის ჯადოქარის” ჩვენება გაიმართა.