ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, მწერლის ოჯახის წევრები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.
შენობა რესტავრირებული ინვენტარით აღიჭურვა.
ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. დღეიდან, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის შემოქმედებას და მისი პირადი ნივთები მოინახულონ.