თბილისში, “ლაგუნა ვერესთან” საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გადახტა, თუმცა იგი საპატრულო პოლიციამ წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.