რუსთავში, რუსთაველის ქუჩის 13 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დამატებით ინფორმაციას “კვირა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.