დავით სერგეენკო: სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო

პაციენტთა უმრავლესობა მომავალში მიხვდება, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა თვითმკურნალობითა და წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ოდესმე საზოგადოება ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო.
სერგეენკოს თქმით, სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო, მისივე შეფასებით, ოჯახის ექიმისა და საზოგადოდ ექიმის ინსტიტუტი დევალვირებულია, ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა.
“ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯდება ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად”, – მიაჩნია სერგეენკოს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან 3 ათასამდე წამალი აფთიაქიდან რეცეპტით გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები