იუსტიციის სამინისტრო პრობაციისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევის მართვის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და განიხილავენ მულტისექტორული თანამშრომლობის კონკრეტულ გზებს, რაც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე; შეფასდა სისტემებში ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წვერები; დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები