17 დეკემბერს წალენჯიხის IT სკოლის მეორე კურსის სტუდენტების გამოშვება აღინიშნება. ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა კიდევ 18 სტუდენტმა წარმატებით დაასრულა და ახალი პროფესიული უნარები შეიძინა.
წალენჯიხის IT სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, რომელიც 18 წარმატებულ სტუდენტს, საშუალებას მისცემს, კერძო თუ საჯარო სექტორში შესაბამისი მიმართულებით დასაქმდნენ.
IT სკოლის კურსდამთავრებულებიდან 10-მა სტუდენტმა პროფესიულ დონეზე შეისწავლა Python ხოლო 8 სტუდენტმა Front-End.
სასწავლო კურსდამთავრებულები არიან აბიტურიენტები და სტუდენტები, როგორც წალენჯიხადან, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან და მეზობელი რაიონებიდან.
წალენჯიხის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა უახლოეს მომავალში მესამე ჯგუფის მიღებაზე გამოცხადებას კონკურსს და სტუდენტების ჩარიცხვა მოხდება Python და Front-End შემსწავლელ კურსებზე.
მესამე კურსის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მომავალი წლის იანვრის ბოლოს დაიწყება.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოხდება სპეციალური კურსების დამატება 1-ლი და მე-2 გამოშვების წარმატებული სტუდენტებისთვის.
საბოლოო ჯამში, ერთი წლის განმავლობა წალენჯიხის IT სკოლას 120 ზე მეტი კურსდამთავრებული ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებს ექნებათ, შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხივნადი პროფეია, უმაღლეს დონეზე შესწავლილი.
გარდა ამისა, წალენჯიხის IT სკოლის ტრადიციული კურსების პარალელურად დაიწყება ციფრული მარკეტინგის შესწავლა “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” და GITA-ს მხარდაჭერით.
R
კომენტარები
კომენტარი