პოლონეთში ლუბლინის პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. პოლონური პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 და 33 წლის მამაკაცები ბინების მასობრივი ქურდობის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს და წაიღეს როგორც თანხა, ისე – სხვა ძვირფასი ნივთები. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.