რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა

11 მარტს, უკრაინამ ომის დაწყებიდან დღემდე, დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, იერიშის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მოსკოვის ოლქი, სადაც მსხვერპლი 3-მდე გაიზარდა და დაშავდა 18 ადამიანი.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის მისადგომებთან რეკორდული რაოდენობის, 74 დრონი ჩამოაგდეს. მერის თქმით, ეს იყო უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასიური თავდასხმა მოსკოვზე.

“კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი – სამხედრო სამიზნეებს”,_ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები