ახალქალაქში სავარაუდო ფემიციდის მცდელობა მოხდა. კაცმა ქალს საჩუქრებთან ერთად შეფუთული ბომბი მიუტანა და სახლის კართან დაუტოვა.
როგორც ირკვევა, ქალმა ბომბი საჩუქრების გახსნის დროს აღმოაჩინა და აფეთქებამდე სახლიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა, მცირე დაზიანებები მაინც მიიღო.
აფეთქებამ ერთი ოთახი თითქმის სრულად გაანადგურა, ჩამსხვრეულია მთლიანი კორპუსის მინები.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პირი, რომელმაც ქალის მკვლელობა სცადა, უკვე დაკავებულია.