თბილისში, პეკინისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
მათივე თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
როგორც ისინი იხსენებენ, თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს წებოვანი ლენტით შეუკრა ხელები და იარაღის მუქარით ბანკში არსებული თანხა წაიღო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაციას ადასტურებს ბანკის წარმომადგენელი ნინო ფოფხაძე.
„გიდასტურებთ, ნამდვილად მოხდა ძარცვა. თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები, რა რაოდენობის თანხაა წაღებული, უცნობია“, – განუცხადეს „კვირას“ ბანკში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.