მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა, სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“, – აღნიშნა მოსამართლემ.