პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს.
როგორც პენიტენციური სამსახურია წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტა, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.
„როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, – განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე დისტანციურად უნდა ჩართულიყო, თუმცა, ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ჩართვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან პენიტენციურ სამსახურს კლინიკა “ვივამედში” შესაბამისი ტექნიკური მზაობა არ აქვს.