სასამართლოზე სხდომაზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ამ ეტაპზე, კლინიკა “ვივამედში” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს.
“შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური გამართვა, ამ ეტაპზე, კლინიკა “ვივამედში” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა”, – აღნიშნა აბრამიშვილმა.