ადვოკატი: მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს.
“მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა, თუ კლინიკა “ვივამედი” გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.