იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მსჯავრდებულის მიერ ელექტროსიგარეტის ჭარბი მოხმარება გახდა.

„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდვოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები