პუტინი წელს დიდ პრესკონფერენციას არ გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ტრადიციულად ქცეულ, დიდი შემაჯამებელ პრესკონფერენციას არ გამართავს, რომელზეც, როგორც წესი, ათასზე მეტი ჟურნალისტი გადის აკრედიტაციას.

როგორც პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, სახელმწიფოს მეთაური კრემლში მუდმივად აკრედიტებულ ჟურნალისტებთან კომუნიკაციას შეეცდება.

“რასაც ისედაც რეგულარულად აკეთებს, მათ შორის, უცხოური ვიზიტების დროს“, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები