მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. პროცესი 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.
პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრება და დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება, რაც გადადების გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები