გორის მერია: ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, გზის 740 მეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა 112 ენერგოეფექტური ლედ-ნათურა და 56 გარე განათების ლითონის ბოძი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, გარე განათებასთან ერთად მიმდინარეობს სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლის რეაბილიტაციაც. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები