დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნული სხდომა სააპელაციო სასამართლომ 24 იანვრისთვის გადადო.
მიზეზად სამკაციანი კოლეგიიდან ერთ-ერთი მოსამართლის ქალაქში არყოფნა დასახელდა.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება, რაზეც საქალაქო სასამართლომ მათ თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.