ქარელის მერია: აბაშიშვილის ქუჩაზე სკვერი და ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

ქარელში, აბაშიშვილის ქ. #1 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებლის (40-ბინიანი) ეზოში სკვერისა და ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 

“პროექტის ფარგლებში შემოიღობა მინი სტადიონი ლითონის კუთხოვანებში კონვენტირებული მავთულბადით, მოეწყო ხელოვნური საფარი, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და გარე განათება.
სკვერში მოეწყო გარე განათება, სკამები, საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდა ატრაქციონები. სავალ ნაწილზე დაიგო ბეტონის ქვაფენილი.
პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, თანხით 85 593 ლარი.
სამუშაოები შეასრულა ი.მ. ,,პაატა ხაჭაპურიძემ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები