სააკაშვილის ადვოკატი: თუ ვერ შეძლებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მაშინ დისტანციურად ჩაერთვება
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე მისვლას ვერ შეძლებს, სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთოს. ამის შესახებ ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა.
უფლებადამცველი დღეს კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა, სადაც ექსპრეზიდენტს შეხვდა.
“ჩვენ სამედიცინო პერსონალს ვთხოვეთ, შეემოწმებინათ მისი ამჟამინდელი ტემპერატურა, წნევა და წონა. მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ასევე, მიეცა პრეპარატი წნევის დამწევი. ვერ დგება და გადაადგილება არ შეუძლია. რაც შეეხება სასამართლოს ფორმასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ თუ ვერ შეძლებს სხდომაზე დასწრებას, მაშინ დისტანციურად ჩაერთვება,” – აცხადებს ადვოკატი, ილია ლომია.