ონის მერია: ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან, ქრისტინე კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე, გაეცნო.
“პროექტი გულისხმობს ასფალტბეტონის საფარის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+” ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 923 158 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები