გორის მერია: ზარდიაანთკარში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებულ 28 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ 28 საცხოვრებელ სახლს.
„სახლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი სავარაუდო თანხა 1 793 900 ლარია.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გორის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1 800 000 ლარი.
სახლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 4 ოქტომბერს მიიღო.
ზარდიაანთკარში მოსახლეობას სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსული აგრესიის შედეგად დაუზიანდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები