ლაგოდეხში, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ბადრი სამარგულიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
26-27 ნოემბერს, ქ.ლაგოდეხში, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 2008-2009 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს შორის, ბადრი სამარგულიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურნირში მონაწილეობა კახეთის რვა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
„ფინალში ლაგოდეხისა და ახმეტის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა ლაგოდეხის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ლაგოდეხის გუნდი ბადრი სამარგულიანის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ვულოცავთ ლაგოდეხის გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.