ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო და ეზო. ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტის ღირებულება 982 759 ლარია. პროექტი გარდამავალია და 2023 წლის ბოლოს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.