მერია: გორში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება
გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ტერიტორიამდე რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოეწყობა დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის შეცვლა, დასუფთავებისა და მიწის მოჭრის სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება 214 მეტრიანი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.
პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც.
პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის შემდეგ, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.