ოზურგეთში სოფლების გაზიფიცირებისთვის 4.3 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება

ოზურგეთში სოფლების გაზიფიცირებისთვის 4.3 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც დაგპირდით, გაზიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება უკვე იწყება. მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმებულია და იწყება გაზიფიცირების ქსელების მოწყობა ჯუმათის და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე, სოფელ გოგიეთსა და დვაბზუს ნასაკირალის დასახლებაში. სულ განხორციელდება 4.3 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მერმა მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საკითხზე.

„დავიწყეთ და აქტიურად მიდის სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც მინიმუმ 60 ბავშვზე იქნება გათვლილი. სოფელ შრომაში ბაღის მშენებლობისთვის 500 000 ლარს დავხარჯავთ.
ასევე, ვიწყებთ სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, რისთვისაც 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები