სამტრედიაში ე.წ ხდკ-ს უბნის განახლება მიმდინარეობს
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილის მ.კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 7 მრავალბინიან კორპუსს სრულად მოუწესრიგდება ფასადი. მიმდინარეობს ცენტრალური გაჩერების და სკვერის სრული რეაბილიტაცია. განახლდება განათების სისტემა. სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი ავტოსადგურის ტერიტორიამდე ეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეებით, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.