საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები” იმართება

16-17 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ორგანიზატორები, ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყება – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან.

კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება. ასევე, აღსრულების ირიბი მექანიზმების და რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართება. სესიების მონაწილეები ერთმანეთს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:  www.ccc.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები