გოგი მეშველიანმა დმანისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა დმანისის ბიუროში დღეს მოქალაქეთა მიღება გამართა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მაჟორიტარს  საკუთარ საჭიროებებზე ესაუბრნენ.

„ადგილზევე განვიხილეთ მოგვარების გზები, ხოლო საკითხებზე რომელთა გადაჭრა დროს და სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს განვაგრძობთ მუშაობას და უფლებამოსილების ფარგლებში ძალისხმევას არ დავიშურებთ მათ გადასაწყვეტად”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები