ზვიად შალამბერიძე: საჩხერე ძალიან საინტერესო და განახლებული პროექტებით შეხვდა ქალაქის დღესასწაულს
საჩხერეში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2022“ ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი.
„საჩხერე ძალიან საინტერესო და განახლებული პროექტებით შეხვდა ქალაქის დღესასწაულს. მათ შორის მინდა გამოვყო „მოდი ნახეს“ ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სკვერი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი და ვფიქრობ, არა მარტო საჩხერლებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც ძალიან საინტერესო დღე იქნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.